feradi.info
  • გამოაქვეყნე შენი იდეა
  • 3 მოწონება
  • View_icon 332 ნახვა
  • Comments_icon 0 კომენტარი

იდეა შეეხება საქართველოს და ყველაზე აქტუალურ თემას დღეს, რაც მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთის პირდაპირმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა აგრესიამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, მზადდებოდა ფონი, რომელიც რუსეთის აგრესიას გაამართლებდა...
წელს საქართველო ემზადება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტზე ხელოსაწერად და ლოგიკურია რუსეთმა იგივე სცადოს საქართველოშიც, აქ ჩნდება კითხვა საქართველოში ხომ რუსი მოსახლეობა არაა? არ არსებობს ცალსახად რუსეთის მხარდამჭერი მოსახლეობა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ ძალები, რომლებიც ორ რუსეთზე ლაპარაკობენ: როგორი კარგია დოსტოევსკის რუსეთი და რომ არაფერი აქვს მას საერთო ოკუპანტ მეზობელთან, ლაპარაკობენ იმაზეც, რომ არაერთმორწმუნე ევროპა გარყვნილების ბუდეა და მას ერთმორწმუნე მტერიც კი ჯობს.
არ არის ეს დამოკიდებულება რუსეთის იდეების გახმოვანება? რა თქმა უნდა არის და იმ ხალხს, ვინც კითხვებს არ სვავს და ბრმად სწამს იმის, რასაც ეუბნებიან, სჯერა ამ ორი რუსეთის და გარყვნილი ევროპის მითისაც.
შესაბამისად, საინტერესო იქნებოდა შექმნილიყო ვიზუალიზაცია, სადაც წამოდგენილი იქნება შედარება რა არის ევროპა (ღირებულებები იდეები) და რა არის რუსეთი... სად უფრო ახდენენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები საკუთარი კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
"გააკეთე შენი არჩევანი"
"გადაწყვიტე საით გინდა წახვიდე"

მაგალითები:
თეთრად გადაღებიული ან დანგრეული ეკრესია VS ევროპაში შენარჩუნებული, აღდგენილი ისტორიული მონასტერი. განადგურებული ბუნება რუსეთში VS თანამედროვე პარკები ევროპაში და ყველა ის საკითხი რაც გონიათ რო ევროპაში უფრო ცუდი იქნეა ვიდრე რუსეთში...
გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული, რომ ევროპაში უკეთესადაა რელიგიის დაცვაც, ადამიანის უფლებებიც, ბუნებაც და კულტურაც დაცული.

კომენტარები: 0

<
 
>