feradi.info
  • გამოაქვეყნე შენი იდეა
  • 10 მოწონება
  • View_icon 444 ნახვა
  • Comments_icon 0 კომენტარი

კარგი იქნება გაკეთდეს ინფოგრაფიკი იმის შესახებ თუ რა პრობლემები ექმნებათ საქართველოში მცხოვრებ ეტლით მოსიარულე ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგალითად, დილით სახლიდან გამოსვლისას, ტრანსპორტირებისას, სასწავლებელში ან სამსახურში მისვლისას…
ასევე, საინტერესო იქნება რიცხობრივი მონაცემებიც - რამდენი ეტლით მოსარგებლე ადამიანია საქართველოში, აქედან რამდენია დასაქმებული, რამდენი სწავლობს საშუალო სკოლაში, რამდენი იღებს უმაღლეს განათლებას და ა.შ.
იყოს მოცემული პროცენტული მაჩვენებლები რამდენი შენობაა ადაპტირებული საჯარო და კერძო სექტორში (კარგია დაყოფილი იყოს კატეგორიებად, მაგალითად საგანმანათლებლო დაწესებულებები, პოტენციური დამსაქმებლები, საცხოვრებელი, სამთავრობო, კულტურულ–გასართობი დაწესებულებებიც და ა.შ.)

კომენტარები: 0

<
 
>