feradi.info
  • გამოაქვეყნე შენი იდეა
  • 3 მოწონება
  • View_icon 354 ნახვა
  • Comments_icon 2 კომენტარი

21-ე საუკუნეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა განახლებადი ენერგიის გამოყენება და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ამ მიმართულებით მილიონობით ევრო იხარჯება. საქმე ისაა, რომ ნავთობი, გაზი და სხვა ამოწურვადი ენერგიის წყაროები, გარდა იმისა, რომ ამოწურვადია, ეკოლოგიურად არაა სუფთა პროდუქტი, შესაბამისად ევროპამ დიდი ხნის წინ დაიწყო გამოსავლის და ენეგიის ახალი წყაროების ძიება. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ საქართველოშიც დაიწყეს და აპირებენ მომავალში განავითარონ ქარის ენერგიის გადამუშავება, რომელიც არანაირ ზიანს არ აყენებს ბუნებას (ზოგი ინტრიგანი აქაც იტყვის ჩიტებისთვის პრობლემააო) ეს განსაკუთრებით მაშინ არის ყურადღებამისაქცევი, როცა ჰესების მშენებლობას ბევრი წინააღმდეგობა ხვდება ადგილობრივი მოასახლეობისგან.
საინტერესო იქნებოდა საქართველოს ენერგო რესურსებების და შესაძლებლობების შესახებ ვიზუალიზაციის გაკეთება, სადაც აისახებოდა რა ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი საქართველოში, წყლის, მზის თუ ქარის გამოყენებით.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ენერგეტიკის სამინისტროდან, ისე ენერგოეფექტურობის ცენტრიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამ საკითხე მუშაობენ საქართველოში.

კომენტარები: 2

<
 
>