feradi.info
  • გამოაქვეყნე შენი იდეა
  • 2 მოწონება
  • View_icon 364 ნახვა
  • Comments_icon 0 კომენტარი

გაკეთდეს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილებში რუსეთის რეალური საზღვრების და ბაზების დატანა რუკაზე (უნდა წავიდეს ვინმე და ჯიპიესით დაიტანოს რუკაზე საზღვრები) და თითოეული ასეთი ადგილისთვის ექსპერტის ანალიზი, რატომ არის ეს ადგილები სტრატეგიული სამხედრო კუთხით, რა უპირატესობას ფლობენ რუსები და როგორ შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი ომის შემთხვევაში, ჩვენს მდგომარეობაზე.
მაგალითი: გორთან, ავტობანიდან მარჯვნივ მთაზე ჩანს რუსების კოშკურები, რომლებიდანაც აკონტროლებენ ჩვენი მთავარი მაგისტრალის დიდ ნაწილს და შეუძლიათ მარტივად დაბომბონ ეს გზა, რაც ქართულ მხარეს შეუზღუდავს მძიმე ტექნიკის მოძრაობის საშუალებას და ა.შ.
ჯიპიესით საზღვრების დატანა უნდა მოხდეს ზამთრამდე აუცილებლად :(
თუ შესაძლებლობა იქნება უფრო მასშტაბურად გაკეთდეს პროექტი, მაშნ კარგი იქნება, თუ არა მარტო სტრატეგიულ ადგილებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიტანება რეალური საზღვრები და მაშინ ძალიან ბევრი მოხალისის ჩართვა გახდება საჭირო.
ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ რუსებმა საზღვარი გადმოწიეს და ა.შ. და ჩემი აზრით ზოგადადაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია იქნება და ხალხიც, მგონია, რომ აზრზე არ არის, როგორ ცუდ სიტუაციაში ვართ და როგორ მზად არის რუსეთი ჩვენთან საომრად :)

კომენტარები: 0

<
 
>