feradi.info
  • გამოაქვეყნე შენი იდეა
  • 1 მოწონება
  • View_icon 286 ნახვა
  • Comments_icon 0 კომენტარი

ალბათ, ერთხელ მაინც დაგინახავთ რუსთაველის მეტროსთან მყუაოს ყუთით ხელში ადამიანი, რომელიც დაუღლელად ამბობს ერთსა და იმავეს: "დამეხმარე ძმაო, დამეხმარე ფლიზ" შეიძლება ბევრს გასჩენია კითხვა: რატომ დგას ეს კაცი იქ ყოველ დღე ან საიდან მოვიდა? მაგრამ მერე ფიქრი აღარ გაუგრძელებია, არადა ყველაფერი მარტივად არის. ადამიანი რომეილც საქართველოში ცხოვრობს არის: ან საქართველოს მოქალაქე, ან ტურისტად ჩამოსული, ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საინტერესოა ტურისტად ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე რა საბუთით არის წლობით სხვა ქევყანაში და თუ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს მინიჭებული, პრეზიდენტმა რა დამსახურებისთვის გადასცა ეს საბუთი. ეს არ ეხება მხოლოდ ერთეულ შემთხვევას, საინტერესო იქნებოდა გაკეთებულიყო, ვიზუალი, სადაც გრაფიკებით წარმოდგენილი იქნებოდა რომელ ქვეყნებთან აქვს საქართელოს უვიზო მიმოსვლა, ორმხრივი ან ცალმხრივი, რა სტატუსით შემოდიან საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელი ქვეყანა ლიდერობს და ა.შ. აქ ბევრი სტატისტიკის მოყვანა შეიძლება, ბუნებრივია ისიც გასაგებია, რომ "არალეგალების" ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ რაც ხელმისაწვდომია იმის საშუალებითაც საინტერესო ვიზუალი გამოვა. აქაც შეიძლება იმის თქმა, რომ მნიშვნელოვანი თემაა და აშკარად ჩანს, რომ ხვალ და ზეგ ერთ-ერთი არქტუალური და განსჯის თემა გახდება, კარგი იქნება ეს განსჯაც ვიზუალის დახმარებით მოხდეს და არა პიქიქით.
წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარები: 0

<
 
>