feradi.info
  • გამოაქვეყნე შენი იდეა
  • 4 მოწონება
  • View_icon 344 ნახვა
  • Comments_icon 1 კომენტარი

ალბათ საინტერესო უნდა იყოს, შეიძლება არც ისე აქტუალური დღეს, მაგრამ აქტუალური - ხვალ. იდეა შეეხება თბილისის ზოოპარკს. ეს ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც ადამიანს (და არა მხოლოდ ბავშვს) შეუძლია მივიდეს და ნახოს ის გარეული ცხოველები, რომელსაც სხვაგან, სხვა შემთხვევაში ვერ ნახავდა. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ცხოველების დამწყვდევა და მათი გისოსებს მიღმა თვალიერება არაჰუმანური საქციელია - შორს წაგვიყვანს, მაგრამ შეიძლება უკეთეს გარემოს ნამდვილად იმსახურებდნენ. ინფოგრაფაში შეიძლება აისახოს თბილისის ზოოპარკის თაიმლაინი როდის დაარსდა თავიდან რა ცხოველები იყვნენ, დღეს რამდენი განსხვავებული ჯიშის ცხოველია, რა ტერიტორიაზე არიან განლაგებული, რას მიირთმევენ საჭმელად და ა.შ. ეს ფართო საკითხია და ბევრ რამეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება.

კომენტარები: 1

<
 
>