feradi.info
07/23/2013
  • 8 Likes
  • View_icon 2009 Views
  • Comments_icon 6 Comments
არის თუ არა საქართველო მზად აბორტების ასაკრძალად?  - 2013 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობას აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. "ჯამპსტარტ ჯორჯია" დაინტერესდა, რამდენად არის საქართველო მზად, იზრუნოს აბორტის აკრძალვის შემთხვევაში დაბადებულ ბავშვებზე. 2012 წლის აბორტების რაოდენობის, მკვრადშობადობისა და 1 წლამდე გარდაცვალების მონაცემებზე, ასევე, მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტზე დაყრდნობით, "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" გამოიანგარიშა, რა დაუჯდება საქართველოს აბორტის აკრძალვის შემთხვევაში დაბადებული ბავშვების აღზრდა, თუ მშობლები მათზე ზრუნვას სახელმწიფოს ან ეკლესიას მიანდობენ. გამოთვლები უკიდურეს შემთხვევას ასახავს და არ ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, რასაც შეუძლია შეცვალოს აბორტების აკრძალვის შემთხვევაში დაბადებული იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც სახელმწიფოს ან ეკლესიის მზრუნველობა დასჭირდებოდა.  -

2013 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობას აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. "ჯამპსტარტ ჯორჯია" დაინტერესდა, რამდენად არის საქართველო მზად, იზრუნოს აბორტის აკრძალვის შემთხვევაში დაბადებულ ბავშვებზე. 2012 წლის აბორტების რაოდენობის, მკვრადშობადობისა და 1 წლამდე გარდაცვალების მონაცემებზე, ასევე, მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტზე დაყრდნობით, "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" გამოიანგარიშა, რა დაუჯდება საქართველოს აბორტის აკრძალვის შემთხვევაში დაბადებული ბავშვების აღზრდა, თუ მშობლები მათზე ზრუნვას სახელმწიფოს ან ეკლესიას მიანდობენ. გამოთვლები უკიდურეს შემთხვევას ასახავს და არ ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, რასაც შეუძლია შეცვალოს აბორტების აკრძალვის შემთხვევაში დაბადებული იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც სახელმწიფოს ან ეკლესიის მზრუნველობა დასჭირდებოდა.

Embed:

Comments: 6

<
 
>