feradi.info
11/06/2013
  • 2 Likes
  • View_icon 1624 Views
  • Comments_icon 0 Comments
ცვლილება, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა კანონში <a href="https://docs.google.com/document/d/1I59cBsimHZcnvIoCqsXXY-XITIL1pwDYX0f9NX9TJZU/edit?usp=sharing" target="_blank">ცვლილების </a> შეტანის ინიციატივით, რაც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება. ასეთ ქმედებად ითვლება რელიგიური ინსტიტუტების და სიმბოლოების წაბილწვა და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.  შედეგად, თუ ბრალდებული მიიჩნევა დამნაშავედ, იგი დაჯარიმდება 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში, ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-იდან 1500 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

“ჯამპსტარტ ჯორჯიას” აზრით, ეს ცვლილება ეწინააღმდეგება <a href="http://www.parliament.ge/index.php?option=com_content&view=article&id=180&Itemid=85&lang=ge" target="_blank">საქართველოს კონსტიტუციის</a> მე-19 მუხლს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ ცვლილებით განსაკუთრებული სამართლებრივი უპირატესობა ენიჭება რელიგიურ ორგანიზაციებს ისეთ ქვეყანაში, სადაც  სხვადასხვა რწმენისა და ცხოვრების წესის ხალხი ცხოვრობს.  ეს კი გამოიწვევს გარკვეული რელიგიური ჯგუფების გამორჩევას. დაბოლოს, კანონის ენის ბუნდოვანება, როგორიცაა “მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”, კანონის ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა და შესაძლოა, გამოიწვიოს იმ ხალხისა და ორგანიზაციების დევნა, რომლებიც გამოხატავენ რელიგიური დოქტრინების საწინააღმდეგო იდეებს.

სანაცვლოდ, “ჯამპსტარტ ჯორჯია” შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს სთავაზობს ცილისწამებასთან და შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებას; იმ კანონებისა, რომელმაც თანაბრად უნდა დაიცვას ხალხი და ორგანიზაციები ფაქტებზე და არა გრძნობებზე დაყრდნობით.

“ჯამპსტარტ ჯორჯიამ” გადააკეთა თავისი რამდენიმე ვიზუალიზაცია, იმ თვითცენზურის გათვალისწინებით, რაც, მისი აზრით, იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ არ შელახულიყო მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები. - Interactive

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით, რაც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება. ასეთ ქმედებად ითვლება რელიგიური ინსტიტუტების და სიმბოლოების წაბილწვა და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. შედეგად, თუ ბრალდებული მიიჩნევა დამნაშავედ, იგი დაჯარიმდება 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში, ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-იდან 1500 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

“ჯამპსტარტ ჯორჯიას” აზრით, ეს ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ ცვლილებით განსაკუთრებული სამართლებრივი უპირატესობა ენიჭება რელიგიურ ორგანიზაციებს ისეთ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა რწმენისა და ცხოვრების წესის ხალხი ცხოვრობს. ეს კი გამოიწვევს გარკვეული რელიგიური ჯგუფების გამორჩევას. დაბოლოს, კანონის ენის ბუნდოვანება, როგორიცაა “მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”, კანონის ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა და შესაძლოა, გამოიწვიოს იმ ხალხისა და ორგანიზაციების დევნა, რომლებიც გამოხატავენ რელიგიური დოქტრინების საწინააღმდეგო იდეებს.

სანაცვლოდ, “ჯამპსტარტ ჯორჯია” შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს სთავაზობს ცილისწამებასთან და შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებას; იმ კანონებისა, რომელმაც თანაბრად უნდა დაიცვას ხალხი და ორგანიზაციები ფაქტებზე და არა გრძნობებზე დაყრდნობით.

“ჯამპსტარტ ჯორჯიამ” გადააკეთა თავისი რამდენიმე ვიზუალიზაცია, იმ თვითცენზურის გათვალისწინებით, რაც, მისი აზრით, იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ არ შელახულიყო მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები.

Embed:

Comments: 0

<
 
>